მანეს "ბაიერნში" გადასვლა დადასტურდა

AutoSharing Option
"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა თავდამსხმელ სადიო მანეს მათ გუნდში გადასვლა დაადასტურა.

"დიახ, ის გადმოდის", - განუცხადა სალიჰამიჯიჩმა Sky Sport Deutschland-ის ჟურნალისტ ტორბენ ჰოფმანს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლივერპული" სენეგალელის ტრანსფერში 32 მილიონ ევროს და პლუს 9 მილიონს ბონუსის სახით მიიღებს.

მანემ გასულ სეზონში პრემიერლიგის 34 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბაიერნს!!! ეს ბიჭი სამეულში შედის წელს!
გუკა
22:44 17-06-2022
0

სიახლეები პოპულარული