"ბაიერნის" მოთამაშეები რობერტ ლევანდოვსკის საქციელებით იმედგაცრუებულნი არიან.
The Athletic-ის ცნობით, პოლონელმა გუნდის დატოვების შესახებ თანაგუნდელებს რამდენიმე თვის წინ აცნობა, ასე რომ მათთვის ფორვარდის გადაწყვეტილება სიახლე არ ყოფილა.
თუმცა კლუბის წევრები ლევანდოვსკის საჯარო ინტერვიუებისა და გუნდისადმი უპატივცემულობის გამო აღშფოთებას ვერ მალავენ.
შეგახსენებთ, შემტევს კარიერის გაგრძელება მხოლოდ "ბარსელონაში" სურს, კატალონიელებმა მის სანაცვლოდ მეორე 40 მილიონიანი შეთავაზება გააკეთეს, თუმცა "რეკორდმაისტერი" 50 მილიონ ევროს ითხოვს და პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით