"რეკორდმაისტერი" "იუვენტუსს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, შემდეგ კი დე ლიხტი გუნდთან ერთად აშშ-ში მოსამზადებელ ტურში გაემგზავრება.
გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნი" უახლოეს დღეებში კიდევ ორ ტრანსფერს გააოფიციალურებს. მიუნხენელები "ლაიფციგიდან" 25 წლის ნახევარმცველ კონრად ლაიმერს, ხოლო "რენიდან" 17 წლის ფრანგ ფორვარდ მატის ტელის დაიმატებენ.