დე ლიხტი "ბაიერნის" ფეხბურთელია - 22 წლის მცველი უკვე მიუნხენშია

AutoSharing Option
22 წლის ნიდერლანდელი მცველი მატეის დე ლიხტი მიუნხენში ჩაფრინდა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და "ბაიერნის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდეს.

"რეკორდმაისტერი" "იუვენტუსს" ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გადაუხდის, შემდეგ კი დე ლიხტი გუნდთან ერთად აშშ-ში მოსამზადებელ ტურში გაემგზავრება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ბაიერნი" უახლოეს დღეებში კიდევ ორ ტრანსფერს გააოფიციალურებს. მიუნხენელები "ლაიფციგიდან" 25 წლის ნახევარმცველ კონრად ლაიმერს, ხოლო "რენიდან" 17 წლის ფრანგ ფორვარდ მატის ტელის დაიმატებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული