ვერნერი გაქცევაზეა - მას "ჩელსიში" თამაში აღარ უნდა

AutoSharing Option
გერმანული და ინგლისური მედია ერთობლივად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ "ჩელსის" ფორვარდ ტიმო ვერნერს კლუბის დატოვება სურს.

გავრცელებული ცნობით, 26 წლის თავდამსხმელს "ლაიფციგში" დაბრუნება უნდა, საიდანაც 2020 წელს "ჩელსიში" 47,5 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადაბარგდა.

ვერნერი უკმაყოფილოა იმით, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" ძალიან მცირე სათამაშო დრო ეძლევა, ასეთ შემთხვევაში კი მუნდიალზე წარმატებულად ასპარეზობის შანსი მცირდება.

ტიმოს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული