Bild–მა "ბაიერნის" ფეხბურთელთა ხელფასები გამოაქვეყნა

AutoSharing Option
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი "ბაიერნის" ფეხბურთელების ხელფასებს ასაჯაროებს.

მიუნხენელთა რიგებში ყველაზე მეტს გუნდის სენეგალელი ახალწვეული სადიო მანე გამოიმუშავებს (22 მილიონი ევრო).

მანუელ ნოიერის ანაზღაურება 21 მილიონი ევროა, ტომას მიულერის - 20,5, ხოლო ლეროი სანე 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"რეკორდმაისტერის" კიდევ ერთი ახალწვეული მატიას დე ლიხტი მე-8 პოზიციაზე გახლავთ და მისი ხელფასი 16 მილიონი ევროა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არ არის ჩვენი განსასჯელი,რაკი იხდიან შოუში, ეტყობა ღირს ამდენი, პროფესიონალ სპორტსმენს სულ რამდენიმე აქტიური წელიწადი აქვს, როცა შეიძლება ამდენი გამოიმუშავოს. კითხვაზე პასუხი: ჩვენ სადა ვართ? ცალსახაა-პროფესიონალიზმი გვაკლია ყველგან. თავი ვანებოთ სხვისი ფულების თვლას.
შალვა
06 აგვისტო 2022 19:58
0
საიდან ამდენი ფულები ან რაში.20 მილიონი წელიწადში წარმოგიდგენიათ?თან ბაიერნში,რომელიც ყველაზე ხელმომჭირნედ მიიჩნევა გრანდებში.პსჟ-ში და სიტიში რა ხდება წარმომიდგენია.ეს ფეხბურთი აღარაა უკვე,22 ბიზნესმენი გადის სათამაშოდ.აბსურდამდე დავიდა მსოფლიო.ჩვენ კი სად ვართ ნეტა?უკანალიც აღარ ქვია უკვე იმას სადაც ვართ
master
06 აგვისტო 2022 13:03
0
სადიო იმსახურებს სადაც ის დაიბადა და გაიზარდა რა ცხოვრებაც გაიამრა და რამდენი სირთულეც გადალახა რომ მიეჰწია დიდი წარმატებისთვის იმ პირობებში სადაც იყო მილიონში ერთი თუ მოახერხებდა.
ზურა
06 აგვისტო 2022 11:25
1
მე 1660 ლარი მაქვს, ოღონდ 3 სამსახურში
რეზო
05 აგვისტო 2022 19:37
0
სამყაროს რესურსები ასე ნაწილდება: ზოგს ყველაფერი, უმრავლესობას არაფერი.
დათო
06 აგვისტო 2022 09:28
0
ყველა იმას იღებს რასაც იმსახურებს დდდ
იო
05 აგვისტო 2022 20:46
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული