"ბაიერნმა" იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა

AutoSharing Option
"ბაიერნმა" 17 წლის ნახევარმცველ არიიონ იბრაჰიმოვიჩს კონტრაქტი 2025 წლამდე გაუგრძელა, - იტყობინება მიუნხენური კლუბის საიტი.

"ძალიან ვამაყობ და ბედნიერი ვარ. ოცნება ამიხდა. მოუთმენლად ველი "ბაიერნში" შემდგომ ნაბიჯებს", - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

არიიონმა ამ სეზონში ახალგაზრდულ ბუნდესლიგასა და ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე 16 მატჩში 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.

არიიონი ზლატან იბრაჰიმოვიჩის მოგვარეა, ნიურნბერგში კოსოვოელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა, გერმანიაში ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა ფეხბურთელად თვლიან, ადრე "ნიურნბერგისა" და "გროიტენ ფიურტის" აკადემიებში ვარჯიშობდა. ის "ბაიერნის" პირველ გუნდთან ერთად კატარში შეკრებაზე იმყოფებოდა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
პარკაძე როდის მიგყავთ, პარკაძე?D
7

სიახლეები პოპულარული