"აინტრახტმა" "ვერდერს" ადვილად სძლია - შეაჩერებს "ნაპოლი" კოლო მუანის?

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 21-ე ტურში "აინტრახტმა" სახლში "ვერდერი" 2:0 დაამარცხა, თანაც უპრობლემოდ და "ნაპოლისთან" ჩემპიონთა ლიგაზე მომავალი მატჩისთვის ძალები დაზოგა.

მასპინძელთა გუნდის 24 წლის თავდამსხმელმა რანდალ კოლო მუანიმ ისევ გაიტანა - ის მესამე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ სეზონში მინიმუმ 10 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. ეს ადრე პსჟ-ის ფორვარდებმა ლეო მესიმ და ნეიმარმა მოახერხეს. ხვიჩა კვარაცხელიამ 10 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.

"აინტრახტი" 38 ქულით მეექვსე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ზონას 2 ქულა აშორებს.

შეგახსენებთ, "აინტრახტისა" და "ნაპოლის"
მატჩი 22 თებერვალს გაიმართება.

ფრანკფურტი. "დოიჩე ბანკ პარკი"
აინტრახტი - ვერდერი 2:0
გოლები: 1:0 ფრიდლი (7, საკ. კარში), 2:0 კოლო მუანი (52)

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძაან მეშინია ამ თამაშის. საერთოდ სხვანაირი ფეხბურთი იქნება, თან ჩემპიონთა ლიგაზა და ბოლომდე იბრძოლებს აინტრახტი.
ერთი ფეხის დაცდენა, ერთი უგოლო თამაში და კი ვიცი დივნის პროფესორები რასაფ იზამენ მაგრამ ეგ არაა მნიშვნელოვანი, მაგათი სახე უკვე ვიცი.
იმდენად მინდა ნაპოლი მეოთხედფინალში გავიდეს, რომ წინასწარ ვნერვიულობ, თან ძალიან. მიუხედავად ამხელა უპირატესობისა სერია ა ში, მიუხედავად ლივერპულთან და აიაქსთან საოცარი თამაშებისა, მაინც მგონია ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაზე არ ეყოფა რესურსი.
ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება ეს გუნდი ფინალში ვნახო, და ალბათ ფინალის დროს გულის შეტევა დაგვემართება ნამდვილ გულშემატკივრებს
!!
19 თებერვალი 2023 14:21
5
კაი :D
!!
19 თებერვალი 2023 17:53
0
ნუ გეშინია და დაწყნარდი.
G.LA
19 თებერვალი 2023 15:09
0
ჯერ მარტო ბოლო ტურში ოსიმენმა ორი ხვიჩას იდეალური პასებიდან ვერც ერთი გაიტანა,ერთი პირისპირ დატოვა მეკარესთან და კიდე რამდენი იდეალური პასი გაუნიავეს თორე მინიმუმ 12-13 ასისტი უნდა ქონდეს და რაც პენლები არ არტყმევინეს ის ცალკე,მითუმეტეს მისი სამი გაკეთებული პენალტი.ასეა ეს და ამასაც დაფასება და აღნიშვნა უნდა.
გულშემატკივარი
19 თებერვალი 2023 11:47
1
ერთი გოლი კიდევ ეკუთვნის ხვიჩას, როცა მარჯვენა ფრთიდან ძლიერად დაარტყა კარის გასწვრივ, ბურთი ბილიარდის შარივით გაარტყა მცველს, რომელმაც განძრევა ვერ მოასწრო და ბურთი კარში გავიდა! ალბათ აღტაცების გამო მომდის, მაგრამ ყველა თამაშზე სულ მეჩვენება, რომ 3-4 გოლს კიდევ გაიტანს, მაგრამ ეხათრება და არ გააქვს!
aburjga
19 თებერვალი 2023 18:33
0
ყველაფრერს აკვირდებიან მეგობარო, ყველაფერი ჩვენზე უკეთ იციან.
გოგა
19 თებერვალი 2023 15:54
0
აინტარხტი ძლიერი გუნდია, კოლო მუანიც კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ამ წყვილში ფავორიტი ნაპოლია და კითხვა უნდა დაისვას ხვიჩა/ოსიმენის შეუჩერებელ წყვილს შეაჩერებს აინტრახტი? მე მგონია გაუჭირდებათ.
G.LA
19 თებერვალი 2023 11:25
0
ვინ ვის შეაჩერებს ეგეც საკითხავია...
წესით ნაპოლიმ დაახლოებით ისე უნდა მოუგოს, როგორც რეინჯერსს, და საერთოდ ნეაპოლში დარწმუნებული ვარ გაცილებით შორს წასვლას ფიქრობენ, მაგალითად ნაპოლის ყოფილის (ანჩელოტი) და ამჟამინდელის (სპალეტი) მწვრთნელების დუელზე!
ლაშა
19 თებერვალი 2023 10:49
3

სიახლეები პოპულარული