2012 წლის შემდეგ პირველად ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „დორტმუნდს“ საკუთარ მოედანზე „მაინცის“ დამარცხება სჭირდებოდა, უპირატესობას ფლობდა, მაგრამ პირველ ტაიმში ორი უპასუხო გოლი გაუშვა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა თავდამსხმელმა ალერმა პენალტი ვერ გამოიყენა, მალენმა კი ბურთი ძელს გაარტყა.
შესვენების შემდეგ „დორტმუნდი“ ისევ გადავიდა შეტევაზე და გერეირომ ანგარიში შეამცირა, ალერის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, კომპენსირებულ დროში ზიულემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ფრე "ბორუსიისთვის" დამარცხების ტოლფასი აღმოჩნდა.
დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“
დორტმუნდი - მაინცი 2:2
გოლები: 0:1 ჰანჩე-ოლსენი (15), 0:2 ონისივო (24), 1:2 გერეირო (69), 2:2 ზიულე (96)
გამოუყენებელი პენალტი: ალერი (19, დორტმუნდი)
კიოლნი. „რეინენერჯიშტადიონი“
კიოლნი - ბაიერნი 1:2
გოლები: 0:1 კომანი (8), ლიუბიჩიჩი (81, პენ), 1:2 მუსიალა (89)