ნკუნკუ ბუნდესლიგის ბომბარდირია - ეს ყოველივე ანტი-რეკორდის ფონზე მოხდა

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 2022/23-წლების სეზონის ბომბარდირი "ლაიფციგის" ფორვარდი კრისტოფერ ნკუნკუ გახდა, რომელმაც 16 გოლი შეაგდო.

16 შედეგიანი დარტყმა მოდის ასევე "ვერდერის" წევრ ნიკლას ფულკრუგზეც, თუმცა ამ შედეგის დასაფიქსირებლად ფრანგს უფრო ცოტა მატჩი დასჭირდა და ბომბარდირის ტიტულიც მას არგუნეს.

ინფორმაციისათვის, 16 გატანილი გოლით ბომბარდირობა ბუნდესლიგის ანტი-რეკორდია. აქამდე ყველაზე დაბალი შედეგით (17 გოლი) 1995/96-წლებში ბომბარდირის წოდება "შტუტგარტელმა" ფრედი ბობიჩმა მოიპოვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული