"ბაიერნი" ახალი სეზონისთვის ორი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. ნომერი პირველი ამოცანა თავდამსხმელ ჰარი კეინის შეძენაა, რომლის ტრანსფერში დღეს "ტოტენჰემს" ბონუსებიანად 120 მილიონი ევრო შესთავაზეს.
მეორე საკითხი მეკარის პრობლემის გადაჭრაა. უცნობია, როდის ჩადგება მწყობრში მანუელ ნოიერი და მის შემცვლელს ეძებენ. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია გიორგი მამარდაშვილით დაინტერესების თაობაზე, მაგრამ მიუნხენელები მეკარეში "ვალენსიას" მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ და ორი კანდიდატი გამოიკვეთა.
Sky Sport-ის ცნობით, "ბაიერნი" იაფფასიან შენაძენს ეძებს და შეიძლება მალე "აიაქსს" 31 წლის არგენტინელი ჯერონიმო რულის თაობაზე წინადადებით მიმართოს,
რომელიც იანვარში "ვილიარეალისგან" 8 მილიონ ევროდ იყიდეს. ამის თაობაზე ჟურნალისტმა ფლორიან პლეტენბერგმა ტელევიზიით ისაუბრა.
Sport1 იტყობინება, რომ "ბაიერნის" თავკაც თომას ტუხელს სურს, "ჩელსის" 28 წლის მეკარე კეპა არისაბალაგა მიიწვიოს, რომლის მწვრთნელი ადრე ლონდონურ გუნდში იყო. ტუხელმა არისაბალაგას კლუბის ხელმძღვანელობასთან რეკომენდაცია გაუწია.