30 წლის თავდამსხმელი ნიკლას ფიულკრუგი "ვერდერიდან" "დორტმუნდში" გადადის, - იტყობინება ჟურნალისტი პატრიკ ბერგერი "ტვიტერით".
"დორტმუნდს" ტრანსფერი 13 მილიონი ევრო და პლუს 2 მილიონი ბონუსების სახით დაუჯდება.
ფიულკრუგმა გასულ სეზონში ბუნდესლიგის 28 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის "ვერდერის" საუკეთესო ბომბარდირი გახდა.