"ბაიერნი" "სოსიედადის" საყრდენი ნახევარმცველით, მარტინ სუბიმენდით დაინტერესდა, - იტყობინება "ბილდი".
სუბიმენდის სანსებასტიანურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მისი გამოსასყიდი ფასი კი 60 მილიონი ევროა.
ამ სეზონში 24 წლის სუბიმენდიმ ლა ლიგის 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.