"ბაიერნს" მწვრთნელად ზიდანის დანიშვნა სურს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ბაიერნი" სტუმრად "ბოხუმთან" 2:3 დამარცხდა და ლიდერ "ბაიერს" 8 ქულით ჩამორჩება. გერმანული მედიის ცნობით, მიუნხენური გუნდის მწვრთნელის, თომას ტუხელის გადაყენება გადაწყვეტილია და მის ნაცვლად ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურთ.

"ბაიერნი" უკვე დაუკავშირდა ზიდანის წარმომადგენლებს. ზიდანი "რეალის" დატოვების შემდეგ უმუშევარია და ჯერ უცნობია, აქვს თუ არა "რეკორდმაისტერის" ჩაბარების სურვილი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ცნობილია რომ ზიდანმა უარი პსჟ-ს გუნდისა და აშშ-ს ნაკრების მწვრთნელობაზე განაცხადა. დარწმუნებული ვარ რომ კიდევ მრავალმა გუნდმა თუ ნაკრებმა სცადა ზინედინის დაყოლიება. მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებლობით დასრულდა. ეხლაც არაფერი შეიცვლება. თავად ზიზუს მხოლოდ საფრანგეთის გაწვრთნა სურს.
ალექსანდრე
20 თებერვალი 2024 13:35
0
ძალიან საინტერესო იქნება ზიდანის სხვა კლუბში მუშაობა. რეალში მან მშვენივრად იმუშავა, მართლაც გენიოს იყო. პსჟ-ს უარი უთხრა და ასეც ვფიქრობდი. ვნახოთ ბაიერნს რა პასუხ გასცემს. ალბათ დათანხმდება.
G.LA
20 თებერვალი 2024 06:23
0
ყოჩაღ ბაიერნს რომ ამხელა პატივს ცემენ. შეიცნეს გენია როგორც ჩანს
Legend
19 თებერვალი 2024 07:35
1

სიახლეები პოპულარული