კრიშტიანო რონალდოს "ალ-ნასრი" "ლაიფციგის" მცველით გაძლიერდა

AutoSharing Option
საუდის არაბეთის კლუბმა "ალ-ნასრიმ" გვაუწყა, რომ "ლაიფციგიდან" 24 წლის ფრანგი მცველი მუჰამედ სიმაკანი დაიმატა და მის სანაცვლოდ 45 მილიონი ევრო გაიღო.

აღსანიშნავია, რომ 3 წლის წინ გერმანელებმა ის "სტრასბურგიდან" 3-ჯერ ნაკლები თანხის სანაცვლოდ გადაიბირეს. 

სიმაკანმა ჯამში "ლაიფციგის" ფორმა 122 შეხვედრაში მოირგო, სადაც 7 გოლი გაიტანა და 13 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ნაკრების ფორმა არცერთ შეხვედრაში არ მოურგია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ვერც ვერასოდეს ვერ მოირგებს...24 წლისაა და უკვე არაბეთში გარბის დამთავრდა მანდ ამის კარიერა
gomako
09:50 04-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული