ყველაზე მაღალანაზღაურებადი გახდება - ვირცი "ლევერკუზენთან" კონტრაქტს ახანგრძლივებს

AutoSharing Option
ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, "ლევერკუზენის" 21 წლის ნახევარმცველი ფლორიან ვირცი გუნდთან კონტრაქტის გახანგლძრივებაზე შეთანხმდა.

ამჟამინდელი შრომითი ხელშეკრულებით ახალგაზრდა ფეხბურთელი "ბაიერში" 2026 წლამდე უნდა დარჩეს, თუმცა ხელი თანამშრომლობის კიდევ 1 წლით გაგრძელებას მოეწერება.

ვირცი "ფარმაცევტთა" რიგებში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება და სეზონში 10 მილიონ ევროზე მეტს გამოიმუშავებს.

მიმდინარე სეზონში ვირცმა ყველა ტურნირზე 17 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 7 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული