
ამომავალი ვარსკვლავი გამოტოვებს უმნიშვნელოვანეს განმეორებით მატჩს, რომელსაც "ბაიერი" ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ბაიერნთან" გამართავს.
ამას გარდა, ვირცი 16 მარტს "შტუტგარტთან" დაპირისპირებასაც გამოტოვებს და შესაძლოა, მომავალ მატჩებში გერმანიის ნაკრებსაც დააკლდეს.
შეხსენებისთვის, ვირცმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 35 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 15 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.