ინგლისში სიმულაციას 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან

AutoSharing Option
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, ახალი სეზონიდან, სიმულანტი მოთამაშეებისთვის განსაკუთრებული სასჯელი შემოაქვს. კერძოდ, მათ ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემუქრებათ. ინგლისში მიაჩნიათ, რომ ახალი წესის გამო, ფეხბურთელები მსაჯების მოტყუებისგან თავს შეიკავებენ.

ეს მკაცრი სასჯელი განთვალისწინებული იქნება მხოლოდ იმ მოქმედებაზე, რომელიც მეტოქისთვის წითელი ბარათის ამოღებას, ან პენალტის დანიშვნას გამოიწევს.

იტყობინებიან, რომ შესაძლო სიმულაციების ინციდენტებს სპეციალური კომისია 48 საათის განმავლობაში განიხილავს. მის შემადგენლობაში  ყოფილი ფეხბურთელი, ყოფილი მწვრთნელი და ყოფილი მსაჯი შევლენ. დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება ერთხმად უნდა იქნას მიღებული.
ახალი წესის გამოყენება უკვე 4 აგვისტოდან დაიწყება, როცა სტარტს ინგლისის
ჩემპიონშიფის გათამაშება აიღებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაცილებით უკეთესი იქნება,თუ ამას პროვოკაციაზეც გააკეთებენ.არა და ინგლისური ფეხბურთი ალბათ ყველაზე სუფთაა ევროპაში, ამ კომპონენტის მიხედვით.
სოსო
08:35 03-08-2017
0

სიახლეები პოპულარული