"კარიერის პიკთან ახლოს ვარ და სავარაუდოდ, კიდევ მხოლოდ ერთი ხანგრძლივი კონტრაქტის გაფორმება მაქვს დარჩენილი. დრო გადის, მე კი ტიტულების მოგება მინდა. არ მსურს, 15 წელი ტიტულის გარეშე ვითამაშო. მინდა, რამე მოვიგო.
არ ვამბობ, რომ "ტოტენჰემიდან" წასვლა მინდა, მაგრამ თუ დამელაპარაკებიან, მზად ვარ, კლუბის წარმომადგენლებს ნებისმიერ თემაზე ვესაუბრო.
გადაჭრით ერთი რამის თქმა შემიძლია - საკუთარი თავის ფასი ვიცი და დარწმუნებული
დენი როუზი "ტოტენჰემში" 2007 წლიდან თამაშობს. გასული 10 წლის განმავლობაში, ის "უოტფორდში", "პეტერბურგ იუნაიტედში", "ბრისტოლსა" და "სანდერლენდში" იყო განათხოვრებული. "დეზების" მაისურით ჩატარებულ 144 შეხვედრაში მან თავი 10 გოლით გამოიჩინა. მისი ჯილდოები კი ამით შემოიფარგლება: "სანდერლენდის" წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (2013); პრემიერლიგის სეზონის სიმბოლური ნაკრების წევრი (2015/16, 2016/17).
გავრცელებული ინფორმაციით, როუზის შეძენის სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ჩელსი" გამოთქვამენ, მაგრამ "ტოტენჰემი" ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებს.