35 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მუხლქვეშა მყესის ტრავმა მოირჩინა და მონაკოში სატრენაჟორო დარბაზში მოკრივე ჰასან ნ'დამთან ერთად ვარჯიშობს. ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელშიც ატვირთა.
როგორც იცით, იბრამ ტრავმა ევროპა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში "ანდერლეხტთან" მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ზლატანს "მანჩესტერთან" კონტრაქტი დაუსრულდა, ჯერ არ გაუგრძელებიათ და არაა გამორიცხული, "მილანში" დაბრუნდეს.