უეინ რუნიმ "ევერტონის" შემადგენლობაში გოლი 4 869 დღის შემდეგ გაიტანა

AutoSharing Option
უეინ რუნიმ პრემიერლიგის რეკორდი დაამყარა, მან გოლი ერთი გუნდის შემადგენლობაში 4 869 დღის შემდეგ გაიტანა. უკანასკნელად მან "ევერტონის" შემადგენლობაში მეტოქის კარი 2004 წლის 13 აპრილს დალაშქრა, რის შემდეგაც "მანჩესტერში" გადავიდა და აი, უკან დაბრუნებულმა პირველსავე შეხვედრის 45-ე წუთზე "სტოკს" ბურთი შეუგდო და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

ნამატჩევს მან ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:"ჩემთვის "გუდისონ პარკზე გატანილი გოლი განსაკუთრებული მოვლენა, ამ გუნდში თამაში კი დიდი პატივია.

სეზონში პირველი თამაში ყოველთვის რთულია, რადგან რიტმს ეძებ. წინ მძიმე დაპირისპირებები გველის, ამიტომ ჩემპიონატის კარგად დაწყება მნიშვნელოვანი
იყო".

რუნიმ პრემიერლიგაში გოლი+საგოლე პასის სისტემით 300 ქულა მოაგროვა (199 გოლი და 101 საგოლე გადაცემა) და ამ მაჩვენებლით მხოლოდ სახელგანთქმულ ალან შირერს ჩამორჩება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული