
ხესე როდრიგესი მადრიდის "რეალის" სკოლის აღზრდილია. "სამეფო კლუბის" პირველი გუნდის მაისურით მან 94 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. 2016 წელს ის 25 მილიონ ევროდ "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა, მაგრამ ესპანელმა ფეხი ვერც ფრანგულ კლუბში მოიკიდა და 14 შეხვედრაში თავი მხოლოდ 2-ჯერ გამოიჩინა.