"რთული თამაში იყო. ბურთს უფრო ხშირად ჩვენ ვფლობდით. პირველ ტაიმში მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მოთმინება იყო საჭირო. მოწინააღმდეგე დაცვაში ღრმად იყო ჩამდგარი. მეტოქეს კონტრშეტევების საშუალებას არ ვაძლევდით.
მეორე ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, განსაკუთრებით მისი პირველი ნახევარი. თავს ჩინებულად ვიცავდით. გოლი მომეწონა, რადგან კონტრპრესინგის შედეგად გავიტანეთ. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. კიდევ შეგვეძლო გატანა. თუმცა, ჩვენი თამაშით სრულად კმაყოფილი ვარ. გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ".