ბილიჩს სიტუაციის გამოსასწორებლად სამი თამაში მისცეს

AutoSharing Option
ლონდონის "ვესტ ჰემმა" პრემიერლიგის სტარტზე სამივე მატჩი წააგო და როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, დაიწყო ლაპარაკი მწვრთნელის გადაყენების თაობაზე.

თუმცა, ბრიტანული "ტელეგრაფის" ცნობით, ხორვატ სლავენ ბილიჩს ჯერ მოხსნა არ ემუქრება. მას კლუბის ხელმძღვანელობა შეხვდა და მდგომარეობის გამოსასწორებლად 4 თამაში მისცა. თურმე, ფეხბურთელები თავიანთ მენეჯერს მხარდაჭერას უცხადებენ და უახლოეს შეხვედრებში თავდაუზოგავად ბრძოლას პირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული