სერჟ ორიე "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენის" აწ უკვე ყოფილი მარჯვენა მცველი სერჟ ორიე კარიერას ლონდონის "ტოტენჰემში" განაგრძობს. "დეზებმა" ტრანსფერი რამდენიმე წუთის წინ დაადასტურეს.

ოფიციალურად ისაა ცნობილი, რომ ორიე "ტოტენჰემთან" 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. არაოფიციალური ინფორმაციით, ლონდონელები პსჟ-ს 23 მილიონ ფუნტს გადაუხდიან.

ორიე "პარი სენ ჟერმენში" 2015-17 წლებში თამაშობდა. პარიზში გატარებული 2.5 წლის განმავლობაში, მან 81 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გუნდში დანი ალვეშის მისვლის შემდეგ კი ცხადი გახდა, რომ ორიე სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული