"ვფიქრობ, ფინანსური ფეარ-ფლეი უნდა გაუქმდეს. წესი, რომელიც არ სრულდება, საერთოდ არაა საჭირო. როდესაც კლუბს მთელი ქვეყანა ფლობს, შეუძლებელი აღარაფერია", - განაცხადა ვენგერმა City A.M.-თან საუბრისას.
ვენგერი, ამ შემთხვევაში, "პარი სენ-ჟერმენზე" საუბრობს, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელებში დიდძალ თანხებს ყატარიდან მიღებული ფულიდან ხარჯავს.