კლოპმა ვუდბერნს "უელსის პრინცი" დაარქვა

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელმა იურგენ კლოპმა 17 წლის თავდამსხმელი ბენ ვუდბერნი აქო და ადიდა:

"გავიგე, ამ დილას ვარჯიშზე ვიღაცამ ბენს "უელსის პრინცი" დაუძახა. მომეწონა. მეც ასე მივმართე. დარწმუნებული არა ვარ, რომ მოეწონა. წარმოუდგენლად კარგად ითამაშა. ფანტასტიკური ბიჭია. რაც შეგვიძლია, ყველაფრით ვეხმარებით".

გეცოდინებათ, უელსის პრინცი - 1707 წელს შოტლანდიის ინგლისთან მიერთების შემდეგ ტახტის მემკვიდრის ტიტულია.

ვუდბერნმა უელსის ნაკრებში სადებიუტო მატჩში შეცვლაზე შესვლის მერე 5 წუთში ავსტრიელთა კარი დალაშქრა, ხოლო შარშან ნოემბერში გუნდის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ფეხბურთელი გახდა. მან მაიკლ ოუენის რეკორდი
დაამხო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული