სტივენ ჯერარდი: როცა ნაკრებში ვიყავით, თავს ვიკატუნებდი, თითქოს ისინი მომწონდა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ყოფილმა კაპიტანმა სტივენ ჯერარდმა ის პერიოდი გაიხსენა, თუ როგორ ეპყრობოდა "მანჩესტერ იუნიატედის" ფეხბურთელებს, რიო ფერდინანდს და ჰარი ნევილს.

"როცა გვირაბში რიოსა და ჰარის წინ ვდგებოდით, ძალიან გვინდოდა, ყველაფერი გაგვეკეთებინა, რომ მოედანზე დაგვემარცხებინა. ზოგჯერ ისინი გვძულდა კიდეც.

როცა ნაკრებში ვიყავით, თავს ვიკატუნებდი, თითქოს ისინი მომწონდა, მაგრამ ჩვენი კარიერა დასრულდა და ნამდვილი მეგობრობა დაიწყო.

რიოს მიმართ პატივისცემის გარდა არაფერს ვგრძნობ. ის მთელი ცხოვრება ტოპ-კლუბში თამაშობდა და ის კარგი კაცია. მომწონს მასთან ერთად ტელევიზიაში მუშაობა", - თქვა ჯერარდმა.

მომზადებულია Manchester Evening News-ის
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული