ედერსონი - ნაიარევი სახე

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" მეკარემ ედერსონმა ინტერნეტში საკუთარი ფოტო განათავსა, რომელიც "ლივერპულთან" მატჩის შემდეგ არის გადაღებული. ფეხბურთელს სახის მარცხენა მხარეს რამდენიმე ნაკერი დაადეს.

იმ შეხვედრაში ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის დროს, ბრაზილიელს სახეში მოხვდა სადიო მანეს ფეხი. მეკარეს რამდენიმე წუთი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც, საკაცით გაიყვანეს მოედნიდან.

მსაჯმა მანემ წითელი ბარათი მისცა და ახლა, სენეგალელს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია ელოდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული