"ლესტერის" კაპიტანი, უეს მორგანი ღალატის გამო ცოლმა სახლიდან გააგდო. ქალბატონმა შეინ ფიშერმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეიტყო, რომ მორგანის საყვარელი მისი ქმრისგან ფეხმძიმედ იყო. შეინმა ქმრის ღალატის შესახებ ანონიმური ზარით გაიგო. მორგანმა თავი ჯერ შორს დაიჭირა, მაგრამ მერე კი გამოტყდა, რაკი სხვა გზა აღარ ჰქონდა...
33 წლის მორგანი და მისი მეუღლე უკვე 12 წელია, ერთად ცხოვრობენ. მათ ორი შვილი ჰყავთ. ირკვევა, რომ მორგანი და მისი საყვარელი, კარლა მორელი, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ხვდებოდნენ ერთმანეთს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"