გვარდიოლას გამარჯვება ელტონ ჯონმა მიულოცა

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე "უოტფორდის" გაბითურების (6:0) შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" მენეჯერმა პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ გაუმართლა, როდესაც "ბარსელონას" მწვრთნელად დანიშნეს, ახლაც ბედნიერია თავისი გუნდის თამაშით, უტევენ მოკლე პასებით, იერიშებში კი აქტიურად მონაწილეობენ ფლანგის მცველები, ვარსკვლავებს ყოველთვის აქვთ შემოქმედების უნარი და კარის მშრალად შენახვა (ბოლო სამი შეხვედრის საერთო ანგარიში 15:0-ია) მათი მაღალი კლასის დასტურია.

პეპს ნამატჩევს შეხვდა "უოტფორდის" პრეზიდენტი, ცნობილი პოპ და როკ-მუსიკოსი ელტონ ჯონი და გამარჯვება მიულოცა.

"უოტფორდის" თავკაცმა მარკუ სილვამ კი დამარცხება მსაჯს დააბრალა, რომელმაც მისი აზრით, პირველი და მესამე გოლის გატანისას
თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირა და "სიტის" კარში პენალტი არ დანიშნა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული