თავად "არისტოკრატები" უარყოფენ ნებისმიერ დარღვევას და დარწმუნებულნი არიან, რომ გამოძიება ვერ იპოვის წესებიდან გადაცდომას, - იტყობინება Daily Mail-ი.
2007 წელს, ფიფამ ანალოგიური გამოძიება ჩაატარა "ჩელსის" წინააღმდეგ "ლანსიდან" გაელ კაკუტას ტრანსფერთან დაკავშირებით. მაშინ "ჩელსის" ორი სატრანსფერო ბაზრისას ახალბედა ფეხბურთელების შეძენა აუკრძალეს, მაგრამ კლუბმა მოიგო აპელაცია სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში.
გასულ წელს, ფიფა "ჩელსის" ფეხბურთელის, ბერტრან ტრაორეს ტრანსფერს იძიებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"