ვენგერს გიბსი ჩემბერლენზე მეტად დაენანა

AutoSharing Option
არსენ ვენგერი გამოტყდა, რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისას კირან გიბსის წასვლამ უფრო დასწყვიტა გული, ვიდრე ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენის "ლივერპულში" გადაბარგებამ.

"გიბსის წასვლა მართლაც მტკივნეული იყო ჩემთვის. ის ჩვენი ოჯახის ნამდვილი წევრი იყო. მას არ უთხოვია გაყიდვა. ეს ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. გიბსი 27 წლისაა და მას თამაში უნდა. ეს იყო რთული გადაწყვეტილება, მაგრამ როცა ფეხბურთელი ამდენი წლის განმავლობაში ერთგულად გემსახურება, მას უნდა გაუგო. ჩვენ გვყავს მონრეალი და კოლაშინაცი. სამი მარცხენა მცველი გუნდში ზედმეტია. უნდა ვაღიარო, რომ მასთან განშორება უფრო გამიჭირდა, ვიდრე ოქსლეიდ-ჩემბერლენთან.
გიბსი გუნდში 10 წლის ასაკიდან იყო", - აღნიშნა ვენგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული