ჰარი კეინი ინგლისელი ლეგენდების კვალზე

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ფორვარდმა ჰარი კეინმა აპოელ-თან საჩემპიონთალიგო გასვლით შეხვედრაში ჰეთ-თრიკი შეასრულა. ამრიგად, 24 წლის ფორვარდი ამ ტურნირში გატანილი გოლების რაოდენობით კვალში უდგას ისეთ ინგლისელ ლეგენდებს, როგორებიც არიან უეინ რუნი, ალან შირერი და მაიკლ ოუენი.

ის გახდა მეშვიდე ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა. სხვადასხვა დროს იგივე შეძლეს ენდი კოულმა, მაიკლ ოუენმა, უეინ რუნიმ, ალან შირერმა, დენი უელბეკმა და მაიკ ნიუელმა.

2017 წელს ეს კეინის მე-6 ჰეთ-თრიკი იყო. უგოლო აგვისტოს შემდეგ წინა პრე
მიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ბრწყინვალე ფორმაშია. სექტემბერში მან "ტოტენჰემის" მიერ ჩატარებულ 6 შეხვედრაში 11 გოლი შეაგდო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული