იტალიაში მილანური დერბი, "იუვენტუსი"-"ლაციო", "რომა"-"ნაპოლი", ინგლისში "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" გაარკვევენ ურთიერთობას, ხოლო ლა ლიგაში "ბარსელონა" "ატლეტიკოს" სტუმრობს...
მაშ, მივყვეთ...
შაბათს მთელი ყურადღება "ენფილდისკენ" იქნება მიმართული. აქ "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედის" ადრეული მატჩით იწყება პრემიერლიგის მორიგი ტური, რომელშიც სხვაც არაერთი საინტერესო ჯახია მოსალოდნელი, თუმცა იურგენ კლოპისა და ჟოზე მოურინიოს დაპირისპირებას ვერც ერთი ვერ გადაწონის.
"ლივერპული" ამ სეზონში არასტაბილურია. ლამაზ თამაშებს ჩავარდნები მოსდევს. "არსენალთან" ბრწყინვალე
"ლივერპულს" შანსი ჰქონდა, სანაკრებო პაუზა სწორედაც პრობლემების ნაწილობრივ დასაძლევად გამოეყენებინა, მოურინიოს მთავარი საფიქრალი კი იმ კონდიციების შენარჩუნება იქნებოდა, რასაც მერსისაიდელებმა სანაკრებო პაუზამდე მიაღწიეს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზეც, თუ რა მდგომარეობაში დაბრუნდებიან ნაკრებში წასული ფეხბურთელები.
"ლივერპულს" ტრავმის გამო ფორვარდი სადიო მანე დააკლდება. დანაკლისი აქვს "იუნაიტედსაც" - დაშავებულია ბელგიელი ნახევარმცველი მარუან ფელაინი, რომელიც ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იყო. პოლ პოგბამ კი უფრო ადრე მიიღო ტრავმა და მოურინიო ვერც მას დაიხმარს.
ბოლო პერიოდში "ლივერპულს" ძალიან უჭირს "იუნაიტედთან". უკანასკნელად, ენფილდელებმა "მანჩესტერი" საკუთარ მოედანზე 2013 წლის 1 სექტემბერს დაამარცხეს - 1:0. არ უნდა დაგვავიწყდეს ევროპალიგის წინა გათამაშების 1/8 ფინალი, რომელშიც "ლივერპულმა" "იუნაიტედს" 2:0 მოუგო და საბოლოოდ შემდგომ ეტაპზეც გავიდა.
მეორე მანჩესტერული გრანდი "სტოკს" უმასპინძლებს. პეპ გვარდიოლას არ ეყოლება სერხიო აგუერო.
"ჩელსი" ლონდონურ დერბიში სტუმრობს "კრისტალ პალასს", რომელიც ყველა დროის ინგლისური ანტირეკორდის ავტორია - სასტარტო 7 მატჩი წააგო ისე, რომ გოლიც არ გაუტანია. ვნახოთ, როგორ გამოიყენა როი ჰოჯსონმა სანაკრებო პაუზა. რაც შეეხება ანტონიო კონტეს, მისი "არისტოკრატები" ნგოლო კანტესა და ალვარო მორატას გარეშე ითამაშებენ, რაც სერიოზული დანაკლისია.
"ტოტენჰემი" და "არსენალი", რა თქმა უნდა, ფავორიტები არიან, შესაბამისად, "ბორნმუთთან" და "უოტფორდთან" ("მეთოფეებს" ამ გუნდთან ბოლო 5 საგარეო ბრძოლა აქვთ მოგებული) დაპირისპირებებში.
ფაქტები
- თუ "მანჩესტერ იუნაიტედი" მოიგებს, 8 ტურის შემდეგ დააგროვებს 22 ქულას, რაც ამ კლუბის საუკეთესო შედეგი იქნება 1999/2000 და 2011/12 წლების სეზონების შემდეგ. ხსენებულ სეზონებში "იუნაიტედს" 8 ტურის შემდეგ 20-20 ქულა ჰქონდა.
- "კრისტალ პალასმა" "ჩელსის" ბოლო 8 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 მოუგო.
- "ჩელსის" ლონდონურ დერბებში ყველაზე მეტი, 421 ქულა აქვს მოპოვებული.
- "მანჩესტერ სიტიმ" "სტოკთან" ბოლო 9 საშინაო მატჩში 8-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.
- "ტოტენჰემმა" "ბორნმუთს" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოუგო და 1 ფრედ ითამაშა, გაიტანა 12 და გაუშვა მხოლოდ 1 გოლი.
- "უოტფორდს" საუკეთესო სტარტი აქვს პრემიერლიგის სეზონებში - 12 ქულა 7 ტურის შემდეგ.
- ალექსის სანჩესს ("არსენალი") "უოტფორდთან" 4 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს შესრულებული.
პრემიერლიგა. VIII ტური
შაბათი, 14 ოქტომბერი
ლივერპული-მანჩესტერ იუნ. 15:30
ბარნლი-ვესტ ჰემი 18:00
კრ. პალასი-ჩელსი 18:00
მანჩესტერ სიტი-სტოკი 18:00
სუონსი-ჰადერსფილდი 18:00
ტოტენჰემი-ბორნმუთი 18:00
უოტფორდი-არსენალი 20:30
კვირა, 15 ოქტომბერი
ბრაიტონი-ევერტონი 16:30
საუთჰემპტონი-ნიუკასლი 19:00
ორშაბათი,16 ოქტომბერი
ლესტერი-ვესტ ბრომვიჩი 23:00
ბომბარდირები: 7 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ); 6 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), ალვარო მორატა (ჩელსი); 5 - ჯეიმი ვარდი (ჩელსი), რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"