შმეიხელი: ასეთი თამაშით გამარჯვება შეუძლებელია

AutoSharing Option
პრემიერლიგის მე-8 ტურის დასკვნით მატჩში მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, "ლესტერმა" სახლში "ვესტ ბრომვიჩთან" ფრეს, 1:1-ს ძლივს მიაღწია.

მატჩის დასრულების შემდეგ "მელიების" გოლკიპერმა კასპერ შმეიხელმა განაცხადა, რომ ასეთი თამაშით გამარჯვება შეუძლებელია, ვერ იყო მთლად მაგარი შეხვედრა, ინიციატივას კი ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის დაცვა ვერ "გაწელეს", უბურთოდ ცოტას მოძრაობდნენ, მოწინააღმდეგე კი არ ჩქარობდა, ტემპს აგდებდა, მოგება შეეძლოთ, თუმცა ყაიმი სამართლიანი შედეგია.

"ლესტერი" 6 ქულით მე-18 ადგილზე დარჩა, "ვესტ ბრომვიჩი" კი 10 ქულით მე-10 პოზიციაზეა. 21 ოქტომბერს, შემდეგ ტურში "მელიები" გასვლაზე "სუონსის"
ხვდებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული