"ლესტერის" მწვრთნელად კლოდ პიუელი დაინიშნა

AutoSharing Option
დღეს, "ლესტერის" მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა 56 წლის ფრანგი კლოდ პიუელი, რომელიც ადრე "საუთჰემპტონს" ედგა სათავეში.

მას კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე გაუფორმეს და გუნდს უკვე "ევერტონთან" მატჩში უხელმძღვანელებს, იქამდე კი ფეხბურთელებს მაიკლ ეპლტონი ავარჯიშებს.

შეგახსენებთ, გადაყენებული კრეიგ შექსპირის ნაცვლად წინა ორ შეხვედრაში "მელიებს" ეპლტონი ხელმძღვანელობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული