ინგლისში ნაციონალური ლიგის ჩრდილოეთ დივიზიონის მატჩისას უცნაური რამ მოხდა. "ბრედფორდ პარკ ავენიუსა" და "სელფორდ სიტის" შეხვედრის 86-ე წუთზე სტუმართა გუნდის 24 წლის მეკარემ მაქს კროკომბმა მოედანზე მოშარდა და მსაჯმა გააძევა.
იმ მომენტში "სელფორდი" 2:1-ს იგებდა და შეძლო გამარჯვების მოპოვება. ეს გუნდი ინგლისის რანგით მე-6 დივიზიონში მე-2 ადგილზეა და მე-5 ლიგაზე გადასვლაზე აცხადებს პრეტენზიას.