რანიერი: დიეგო კოსტა ლიდერია, გუნდს თავისი მხრებით მიათრევს

AutoSharing Option
"ნანტის" ამჟამინდელი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ადრე ლონდონის "ჩელსის" ედგა სათავეში და თვლის, რომ თავდამსხმელი დიეგო კოსტა არ უნდა გაეშვათ:

"ამ გუნდის პრობლემა მუდამ იყო ტრავმები და შემადგენლობის ცვლა. ძნელია დიეგო კოსტას მერე თავდასხმის თამაშის ალვარო მორატაზე გადაწყობა. კოსტა ლიდერია, გუნდს თავისი მხრებით მიათრევს, მიათრევს ჯანით, ჯიღით. ალვაროს კი უკეთესი დრიბლინგი აქვს.

როდესაც ცენტრფორვარდს ცვლი, თამაშის სტილიც უნდა შეცვალო".

შეგახსენებთ, "არისტოკრატებმა" დიეგო მადრიდის "ატლეტიკოს" 57 მილიონ ევროდ მიყიდეს, ხოლო მორატამ ამ სეზონში პრემიერლიგის 9 მატჩში 6 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული