ჯორდან ჰენდერსონი მამის ავადმყოფობამ გააძლიერა

AutoSharing Option
"ლივერპულის" ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი "მირორს" მოუყვა თუ როგორ იმოქმედა მასზე მამის ავადმყოფობამ:

"2013 წლის დასასრული იყო. მამამ მაგიდასთან დაგვაჯინა. მის ხმაზე მივხვდი, რაღაც ვერ იყო საქმე კარგად. გვითხრა, რომ ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მოვკვდი კაცი. გვთხოვა, არ გვენერვიულა და დაგვამშვიდა, ყველაფერი კარგად იქნებაო.

მთხოვა, ასევე მაგრად ითამაშე და ეს ძალიან დამეხმარებაო. სწორედ ამის გაკეთებას შევეცადე. ყოველი მატჩის დაწყებისას მამაზე ვფიქრობდი. ვფიქრობდი, როგორმე გამეხარებინა და დაეხმარებოდა თუ არა ეს მას.

ამან შეცვალა ჩემი მსოფლმხედველობა და ნამდვილ მამაკაცად მაქცია".

ჯორდანის მამამ წარმატებით
ჩაიტარა მკურნალობის კურსი, თავს ნორმალურად გრძნობს და ამაყობს თავისი ვაჟიშვილით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული