ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა, 70 წლის ჰარი რედნაპმა მეუღლესთან ,სანდრა ჰარისთან ერთად შარშან მარტში ბორნმუთში ყოფილი სასტუმრო Belgravia 1.25 მილიონ ფუნტად შეიძინა, უნდათ დაანგრიონ და მის ადგილას ახალი ნაგებობა ააშენონ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ იქ 30-მდე შეზღუდული შესაძლებლობების პირი ცხოვრობს და მათ გასახლებას ვერ ახერხებენ.
ამ ხალხს ივნისში გაუვიდა იჯარის ვადა, თუმცა ქალაქის მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი ფართით არ დააკმაყოფილა და ყველანი გაურკვეველ სიტუაციაში არიან.
ჰარი ბოლოს "ბირმინგემის" მენეჯერი იყო და ზედიზედ 6 წაგების შემდეგ, 16 სექტემბერს გადააყენეს. რედნაპები სამშენებო კომპანია Pierfront Developments-ის
მფლობელები არიან, ეწევიან საქველმოქმედო საქმიანობას.