"ნაპოლი" ფავორიტთა შორისაა - რედნაპის აზრით, "პარტენოპეის" ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია

AutoSharing Option
ცნობილმა ინგლისელმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა Tuttomercatoweb-ს ინტერვიუ მისცა, სადაც "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგის 3 ფავორიტს შორის დაასახელა.

"იტალიური გუნდები არ არიან ისეთი ძლიერები, როგორც ადრე იყო; ასევე პრემიერლიგის გუნდებიც არ არ არიან იმ დონეზე, როგორც რამდენიმე სეზონის წინ ხდებოდა. რა თქმა უნდა,"მილანსა" და "ინტერს", დიდი ტრადიცია აქვთ, მაგრამ ერთადერთი, რომელიც ტოპ-გუნდის შთაბეჭდილებას მატოვებს, არის "ნაპოლი".

შეუძლია თუ არა სპალეტის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზეც შორს წასვლა? – გეტყვით, რომ წელს რბოლა ღიაა, როგორც არასდროს.

"ლივერპული" თითქმის გამოვარდა, მანჩესტერ "სიტი" ვერ თამაშობს ისე, როგორც
შარშან; "ჩელსი" ცუდად ასპარეზობს... თუ უნდა ვიფიქრო იმაზე, ვინ მოიგებს წელს ლიგას, თავში სამი სახელი მომდის:

"ბაიერნი", მანჩესტერ "სიტი" და "ნაპოლი". შესაძლოა, მადრიდის რეალიც, მაგრამ შესაძლოა.", – თქვა რედნაპმა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
იტალიის ჩემპიონი რომ ცალი ფეხით უკვე გამხდარია ეგ უკვე სულ გაგვიტრუხა, და თუ ლიგაც მოიგო წელს მაშინ არ ვიცი რა დავწერო ამ ბიჭზე , მხეცი იქნება ნამდვილი
Vasili
10:48 08-03-2023
0
ნაპოლი ნახევარფინალში ნამდვილად უნდა შევიდეს. მეშინია მისი აქილევსის ქუსლის პენალტების სერიის, თუ დაიჩაგრა, სწორედ აქ დაიჩაგრება, ამიტომ პენალტებამდე საქმე არ უნდა მიიყვანოს.
ჟორა
23:52 07-03-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული