ჰარი რედნაპი: ტუალეტის ქაღალდი დიდად არ მჭირდება, მე ღარიბ ოჯახში გავიზარდე

AutoSharing Option
"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რუსულ გამოცემა "სპორტ ექსპრესისთვის" მიცემულ ინტერვიუში ლონდონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"სახლიდან განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში არ გავდივარ. ჩემი ცოლის მეგობარი, მაგალითად, მუდმივად თვითიზოლაციაში იმყოფება. შარშან სეფსისი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე გაცილებით ახალგაზრდაა.

ყველა მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ ბოლო დროს. შეხედეთ იტალიას, ესპანეთს, იქ ყველაფერი დაკეტილია. არც საფრანგეთშია სიმშვიდე. ძალიან ცუდი დროა. ლონდონის ქუჩებში არავინაა. რესტორნები, თეატრები, კინოთეატრები - ყველაფერი იკეტება, სუპერმარკეტები ცარიელია.

მე თვითონ დიდად არაფრის ყიდვა არ მჭირდება. საინტერესოა, ხალხი ტუალეტის ქაღალდს მიაწყდა,
რატომ - ვერ ვხვდები. ალბათ, შიშის გამო. მე კი ის დიდად არ მჭირდება. ღარიბ ოჯახში გავიზარდე, არანაირი ტუალეტის ქაღალდი არ გვქონია, თუმცა გაზეთები გვქონდა. აი, სახლში კი გაზეთების მთელი კარადა მაქვს.

ასეთი რამ აქამდე არ მახსოვს. ძალიან საშიში რამაა. ლონდონი ქალაქ-მოჩვენებას ჰგავს, თითქოს საშინელებათა ფილმში ვიყოთ. ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინია. კიდევ ერთი კვირა და ყველაფერი დაიკეტება. საქმეები ფუჭდება, ბევრი ადამიანი კარგავს ფულს. ვერ ვხვდები, რა უფრო ცუდია, ეს თუ კორონავირუსი", - განაცხადა 73 წლის სპეციალისტმა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
შეკაცო გაზეთი თუარ იქნება აგერ გაზაპხხული მოდის და პოთოლის მეტი რაიქნება თანაც უპასოდ სრულიათ უპასოთ
0
ეჰ ჰარი,ქართველებმაც გამოვიარეთ 90'იანები,ასე რომ გაზეთები ჩვენც გვაქვს
xato
18:58 20-03-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული