შაბათს, ინგლისის ჩემპიონლიგაზე აუტსაიდერი "სანდერლენდი", რომელსაც ახლახან უელსის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კრის კოულმენი ჩაუდგა სათავეში, საკუთარ მოედანზე "რედინგთან" დამარცხდა 1:3. 49-ათასიან სტადიონზე თამაშს 27 386 ათასი მაყურებელი დაესწრო და ერთ-ერთი მათგანი 17 წლის კალუმ მოუსონი გახლდათ. სწორედ ის აღიარეს სოციალურ ქსელებში "მატჩის გმირად".
საქმე იმაშში გახლავთ, რომ კალუმმა ბოდიშით და პირდაპირ ტრიბუნაზე მოისაქმა და პოლიციამ განყოფილებაში წაიყვანა, სადაც 8 საათი აყურყუტეს.
მან განაცხადა, რომ პაბში 14 კათხა ლუდი და 6 სიტრი დალია, დათვრა და არ ახსოვს რა მოხდა. მან ისიც
თქვა, ეტყობა, ტუალეტში მეგონა ვიყავი, მრცხვენია ჩემი საქციელის, ახლა სეზონურ აბონემენტს გამიუქმებენ, საშინაო შეხვედრებში სტადიონზე არ შემიშვებენ, თუმცა ვიცი, მშობლები არ გამკიცხავენო.