პრემიერლიგა. XVII ტური: ესეც "მანჩესტერ სიტის" რეკორდი [VIDEO]

AutoSharing Option
13 დეკემბერს "მანჩესტერ სიტიმ" სტუმრად 4:0 მოუგო გაჭირვებულ "სუონსის", მდევართან 11-ქულიანი ჰანდიკაპიც შეინარჩუნა და ზედიზედ მე-15 გამარჯვებით ინგლისის ტოპ-ლიგის რეკორდიც დაამხო, რომელიც მანამდე "არსენალს" (მიჯრით 14 მოგება) ეკუთვნოდა. მატჩის გმირად იქცა დავიდ სილვა, რომელმაც დუბლი შეასრულა.


"მანჩესტერ იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდა "ბორნმუთთან", თუმცა მაინც იზეიმა ზედიზედ მე-12 საშინაო გამარჯვება. საინტერესოა, რომ რომელუ ლუკაკუს პრემიერლიგაში გოლი 18 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა გატანილი.


"ტოტენჰემმა" დამაჯერებლად სძლია დებიუტანტ "ბრაიტონს", რომელიც
ზედიზედ 3 მატჩია, სტუმრად "მშრალად" აგებს. ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ "მამლების" ძირითად შემადგენლობაში პირველად ითამაშა ერიკ ლამელამ.


"ლივერპულმა" ვერ გატეხა "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგობა. არადა, იურგენ კლოპს სუპერშემტევი შემადგენლობა ჰყავდა ფელიპე კოუტინიოს, სადიო მანეს, რობერტო ფირმინოსა და მოჰამედ სალაჰის სახით.

"არსენალმა" კვლავ დაკარგა ქულები, ამჯერად - "ვესტ ჰემთან". საინტერესოა, რომ არსენ ვენგერმა გუნდის ბომბარდირი ალექსანდრ ლაკაზეტი მხოლოდ 82-ე წუთზე შეუშვა მოედანზე. დევიდ მოიესის "ჩაქუჩებმა" კი, თავის მხრივ, ზედიზედ მეორე ლონდონურ დერბიში არ წააგეს (4 ქულა "ჩელსისა" და "არსენალთან"), თან არც გოლი გაუშვეს.

საოცარ ფორმაშია "ლესტერი", რომელმაც მიჯრით მეორე საგარეო მატჩი მოიგო და ამ ორ მატჩში 7(!) გოლი გაიტანა. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია - "მელიებს" მიმდინარე პრემიერლიგაში სტუმრად აგვისტოს(!) შემდეგ არ წაუგიათ. ჩანს, კლოდ პიუელმა მაგრად "დაქოქა" გუნდი. ისე, ამ სეზონშიც თავიდანვე რომ ასე ეთამაშა, "ლესტერს" იქნებ ორი წლის წინანდელი ტრიუმფის გამეორებაზეც ეოცნება...


სემ ელერდაისის ხელში "ევერტონმა" ბოლო 3 მატჩიდან 2 მოიგო. ბრწყინვალე ფორმაშია უეინ რუნიც, რომელმაც უკანასკნელ 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.

პრემიერლიგა. XVII ტური
ნიუკასლი-ევერტონი 0:1
გოლი: 0:1 რუნი (27)
გაძევება: შელვი (90+5. ნიუკასლი)

საუთჰემპტონი-ლესტერი 1:4
გოლები: 0:1 მაჰრეზი (11), 0:2 ოკაზაკი (32), 0:3 კინგი (38), 1:3 იოშიდა (61), 1:4 ოკაზაკი (69)

სუონსი-მანჩესტერ სიტი 0:4
გოლები: 0:1 დავიდ სილვა (27), 0:2 დე ბრუინი (34), 0:3 დავიდ სილვა (52), 0:4 აგუერო (85)
სიტი (4-3-3): ედერსონი - დანილო, მანგალა, ოტამენდი, დელფი (73. ზინჩენკო) - დე ბრუინი (77. გიუნდოგანი), ფერნანდინიო (58. ტურე), დავიდ სილვა - სტერლინგი, ბერნარდო სილვა, აგუერო.

ლივერპული-ვესტ ბრომვიჩი 0:0
ლივერპული (4-3-3): კარიუსი - ალექსანდერ-არნოლდი (80. გომესი), ლოვრენი, კლავანი, რობერტსონი - ვეინალდუმი (76. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ჩანი, კოუტინიო - მანე (76. სოლანკე), ფირმინო, სალაჰი.

მანჩესტერ იუნ-ბორნმუთი 1:0
გოლი: 1:0 ლუკაკუ (25)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ჯოუნსი, შოუ (83. იანგი) - მაკტომინი, მატიჩი - მატა, ლინგარდი (71. ერერა), მარსიალი (66. რაშფორდი) - ლუკაკუ.

ტოტენჰემი-ბრაიტონი 2:0
გოლები: 1:0 ორიე (40), 2:0 სონი (87)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დაიერი, ვერტონგენი, როუზი - სისოკო, უინქსი (67. დემბელე) - ლამელა (74. ალი), ერიქსენი, სონი (90. ბ. დევისი) - კეინი.

ვესტ ჰემი-არსენალი 0:0
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, კოსიელნი, მონრეალი, მეიტლენდ-ნაილსი - ჯაკა, უილშირი - ივობი (70. უელბეკი), იოზილი, ალექსის სანჩესი (82. ლაკაზეტი) - ჟირუ.

ბომბარდირები: 13 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული); 12 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 10 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 9 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), უეინ რუნი (ევერტონი), ალვარო მორატა (ჩელსი); 8 - გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი), ალექსანდრ ლაკაზეტი (არსენალი)

მომდევნო ტური
16 დეკემბერი: ლესტერი-კრ. პალასი, არსენალი-ნიუკასლი, ბრაიტონი-ბარნლი, ჩელსი-საუთჰემპტონი, სტოკი-ვესტ ჰემი, უოტფორდი-ჰადერსფილდი, მანჩესტერ სიტი-ტოტენჰემი
17 დეკემბერი: ვესტ ბრომვიჩი-მანჩესტერ იუნ, ბორნმუთი-ლივერპული

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მანჩესტერის მე-12 საშინაო გამარგვება??? ვინ წააგო წინა ტურში სიტისთან?...
besik61
21:01 14-12-2017
0

სიახლეები პოპულარული