აქაც მოჰამედ სალაჰი: ეგვიპტელი პრემიერლიგაშიც საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
''ლივერპულის'' ეგვიპტელი ნახევარმცველი მოჰამედ სალაჰი პრემიერლიგის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

25 წლის აფრიკელმა ოთხ შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. იგი გახდა პირველი ეგვიპტელი ფეხბურთელი, რომელმაც ეს ჯილდო დაისაკუთრა.

''ყოველთვის მინდა, რომ ბევრი გოლი გავიტანო და გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარო.

მე შვიდი გოლი გავიტანე და ეს ძალიან სასიამოვნოა, თუმცა, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, წინ კლუბის შედეგს ვაყენებ'', - განაცხადა სალაჰმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ სალაჰი აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული