იურგენ კლოპი: პირველი გოლის გაშვებამდე 5:0 უნდა ვყოფილიყავით დაწინაურებული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის მე-19 ტურში "ლივერპული" ლონდონში 2:0-ს უგებდა "არსენალს", შემდეგ 3 გოლი გაუშვა და ძლივს მოახერხა ქულის გადარჩენა. ნამატჩევს "წითლების" მენეჯერი იურგენ კლოპი გაოგნებული იყო:

"ამის ახსნა ძნელია. პირველი გოლის გაშვებამდე 3:0, 4:0 ან თუნდაც 5:0 უნდა ვყოფილიყავით დაწინაურებული. ძალიან უცნაური განცდა მაქვს.

სტუმრად "მეთოფეებთან" ფრე მსოფლიოს უმეტესი გუნდებისთვის კარგი შედეგია, მაგრამ ახლა მთლად კარგ ხასიათზე ვერა ვარ.

შეცდომებს ვუშვებდით დაცვასა და შეტევაში. ძნელია ამ გუნდს 6:3 ან ამის მსგავსი ანგარიშით მოუგო. მომენტები კი ვერ გამოვიყენეთ, თუმცა 3 გოლი გამარჯვებისთვის საკმარისი
უნდა ყოფილიყო. 10-წუთიანი მონაკვეთის გარდა მეტოქე თამაშიდან გამოთიშული გვყავდა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
დაცვას მიხედე იურგენ დაცვას!
შაკო
16:03 23-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული