"არსენალი" და "ლივერპული" მექსიკელი გოლეადორისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის "არსენალსა" და "ლივერპულს" პსვ-ს  ფეხბურთელის, ჰირვინგ ლოზანოს შეძენა სურთ.

გამოცემა ტრანსფერის სავარაუდო თანხასაც ასახელებს, რომელიც 42 მილიონ ევროს შეადგენს.

22 წლის მექსიკელი ფორვარდი ჰოლანდიის კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ გადავიდა და შესანიშნავ შთაბეჭდილებას ტოვებს.

15 ჩატარებულ შეხვედრაში მის ანგარიშზე 10 გატანილი გოლია.

იურგენ კლოპსა და არსენ ვენგერს კი, ლოზანო მათი შეტევების გამაძლიერებლად ესახებათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული