ოქსლეიდ-ჩემბერლენი 5:0 გამარჯვების შემდეგ: "საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ვარ" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ლივერპულის" ახალწვეულმა, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა "სუონსისთან" გამანადგურებელი 5:0 გამარჯვების შემდეგ საკუთარი თავი შეაფასა.

"რაც მთავარია, 3 ქულა მოვიპოვეთ, მაგრამ საკუთარი თამაშით უკმაყოფილო ვარ. მიხარია, რომ მატჩის მიწურულს გოლი გავიტანე და ამით ცუდი პერფორმანსი ნაწილობრივ გამოვასწორე, თუმცა 90 წუთის განმავლობაში თავი არ დამიზოგავს, ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და გავიმარჯვეთ," - განაცხადა ჩემბერლენმა.

"სუონსისთან" გატანილი გოლი ინგლისის პრემიერ ლიგის ამ სეზონში ჩემბერლენისთვის მეორეა. 24 წლის ინგლისელი 17 გამართული შეხვედრიდან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 6-ჯერ მოხვდა.

ჩემბერლენი "ლივერპულში" ლონდონის "არსენალიდან" 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის
პერიოდში გადავიდა. ინგლისური მედიის ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელს ლონდონის "ჩელსი" ეპატიჟებოდა და უკეთეს ხელფასსაც სთავაზობდა, თუმცა ოქსლეიდმა "მერსისაიდული" კლუბი აირჩია.

პრემიერ ლიგის 20 ტურის შემდეგ "ლივერპული" 38 ქულით მე-4 პოზიციაზეა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კი "წითლები" "პორტუს" დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული