ფლენეგანი 22 დეკემბერს დააკავეს, შემდეგ კი გირაოთი გაათავისუფლეს. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"კლუბში ხმები გავრცელდა, სავარაუდო ინციდენტის შესახებ, რომელშიც პირველი გუნდის წევრი მონაწილეობდა. სხვა კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებთ, სანამ კომპეტენტური ორგანოები გამოძიებას ატარებენ," - განაცხადა "ლივერპულის" წარმომადგენელმა.
ფლენეგანი სასამართლოში 2 იანვარს წარსდგება, მისი დაბადების დღის მომდევნო დღეს.
24 წლის ფლენეგანი "ლივერპულის" აკადემიის აღზრდილია. ამ სეზონში "წითლების" მაისურით მან მხოლოდ ერთი შეხვედრა გამართა.